ახალსოფელი – სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები: გოხნარი,ზირბითი, საფუძრები). მდებარეობს ალგეთის ხეობაში, მდინარე ალგეთის შესართავის ბზისწყლის მარჯვენა მხარეს, ბედემის პლატოზე.
სოფელში არის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ნანგრევები, წმინდა გიორგის სახელობის, ღვთისმშობლის, კვირაცხოვლობის, პეტრე პავლეს სახელობის ეკლესიები, რომლებიც საკმაოდ დანგრეული და დაზიანებულია.
ახალსოფელს აქვს ისტორიული გალავანი, რომელიც მხოლოდ ნანგრევებადღაა შემორჩენილი. სოფლის ბოლოზე, მდინარე ბზის წყალის მარცხენა მხარეს გადის ისტორიული აბრეშუმის ქვაფენილის გზა, რომელიც ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელს გზასაც წარმოადგენდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
No comments:
Post a Comment