Friday, February 17, 2012

ისტორიული ძეგლების რუკა და ტოპონიმები

                               
1.წყაროები;                                                          
2.ვერხვიანი;
3.ჭაოპიანი;                                  
4.ბედენი;
5.დიდვაკისფერდი;
6.ნაქოხრები;
7.გადაჭრილი გორა;
8.დიდლოდიანი;
9.პატარალოდიანი;
10.წვრიმლიანი;
11.გრძელველები;
12.ქშვიტოვი.
13.სისხლიმიწები;
14.მრგვალველი;
15.მათუთიანი;
16.ცივწყაროს  ვაკე;
17.რუსივაკე;
18.პეტრე–პოვლის  ვაკე;
19.ფარეხები;
20.წოწოლაის ქედი;
21.პრტყელ ქედი;
22.ნაფუზრები;
23.კარაპეტაის ნიში;
24.შოლტიგორაი;
25.გოხიანქედი;
26.საბძელაი;
27.ნაჯოგარაი;
28.გუგულის ქედი;
29.ლეკიანი;
30.პანტიანაი;
31.განიმიწები;
32.საქარეები;
33.საქრისი;
34.ლაფიანხევი;
35.თელიანაი;
36.მუხიანაი;
37.შუაქედაი;
38.მარწყვიანქედაი;
39.ქვიშიანხევი;
40.მიჯნის ხევი;
41.ღოღნიშოები;
42.ბაღები;
43.აყუდებული ქვა;
44.ბზის ხევი;
45.მღვდლის ხევი;
46.ნაციხარაი;
47.ლათბეები;
48.თხილიანხევი;
49.ბუგუნაურის წყარო;
50.ცუკანაის წყარო;
51.ლაკვის ხევი;
52.ბაზრელები;
53.დიდვაკის ფერდაი;
54.სამლენტიანი;
55.მუხიანქედაი;
56.ნაღორალაი;
57.მწკრივპანტები;
58.ქუჩპანტები
















მუშაობდნენ:
  1. მინდია აფციაური;
  2. გიორგი ზაქაიძე;








Sunday, January 8, 2012

პროექტზე მუშაობდნენ.....

პირველი   ჯგუფი–,,მუმლი მუხასაო"
                                   1.მარიამ აფციაური;
                                   2.ელგუჯა წიკლაური;
მეორე   ჯგუფი–     ფოტომასალა.
                                   1.ლაშა წიკლაური;
                                   2.თამარ წიკლაური;
მესამე  ჯგუფი–       ინტერნეტი;  სოფელში მოძიებული მასალა.
                                   1.ანა წიკლაური;
                                   2.ანა აფციაური;

Saturday, January 7, 2012

ინტერნეტში მოძიებული მასალა


ახალსოფელი სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები: გოხნარი,ზირბითი, საფუძრები). მდებარეობს ალგეთის ხეობაში, მდინარე ალგეთის შესართავის ბზისწყლის მარჯვენა მხარეს, ბედემის პლატოზე.
სოფელში არის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ნანგრევები, წმინდა გიორგის სახელობის, ღვთისმშობლის, კვირაცხოვლობის, პეტრე პავლეს სახელობის ეკლესიები, რომლებიც საკმაოდ დანგრეული და დაზიანებულია.
ახალსოფელს აქვს ისტორიული გალავანი, რომელიც მხოლოდ ნანგრევებადღაა შემორჩენილი. სოფლის ბოლოზე, მდინარე ბზის წყალის მარცხენა მხარეს გადის ისტორიული აბრეშუმის ქვაფენილის გზა, რომელიც ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელს გზასაც წარმოადგენდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

"მუმლი მუხასაო..."

,,აღდგენა ისტორიისა–ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს 
გაგება და წარმართვაა, მერმისის გამორკვევაა სიბნელისაგან." 
ილია ჭავჭავაძე.
    "მუმლი მუხასაო, გარს ეხვეოდაო..." – მღეროდა ბრძოლაში შეუპოვარი და შრომაში მუხლჩაუხრელი ქართველი. ამ მუხის ყლორტები ვართ ჩვენ – სამასი არაგველის ჩამომავალები, ამჯამად ბზისხეველები. მუხისა, რომლის ფესვები ათასწლეულების სიღრმეში იკარგება. წარსული– მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა. ჩვენი საქართველო რომ  არ დაბერდეს, წინაპრის სუნთქვით გამთბარმა წარსულმა და დღევანდელობამ ნათელი მომავალი უნდა შვას. 
     ჩვენი წინაპრების სისხლი და ამ მიწაში მომხვდურთან ბრძოლაში დაღუპული გმირების დამარხული ძვლები გვავალებს, ღირსეული შვილები ვიყოთ ჩვენი სამშობლოსი. ამიტომაც, ვალდებულნი ვართ, ვიცოდეთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ.
    ჩვენ აქ, ბზის წყლის ხეობაში დავიბადეთ. იგი გაშლილი, ყოველმხრივ მთებით შემოფარგლული, მდელოიან–ტყიანი, ბაღ–ბაღჩიანი ადგილია. სამხრეთიდან ბედენის მთის კალთათა შტოები ფარგლავს, ქციის ხეობიდან. ჩრდილოეთით მანგლისის მთისა და პლატოს ფერდონი. შუა ხეობაზე ბზის წყალი მოჩუხჩუხებს, ალგეთის მარჯვენა შენაკადი. 
    ეს მთა, რომელიც დასავლეთით უშუალოდ ეკვრის წალკის ზეგანს, ხოლო აღმოსავლეთით გრძელდება გუდარეხ–ფარცხისის მიდამოებამდე,  გაწოლილია თითქმის  ორ ათეულ კილომეტრზე, ვახუშტი ბატონიშვილთან ბენდერის მთად იწოდება.
    ამ ხეობაში მდებარეობს ჩვენი სოფელი. იგი ორი სოფლის ბზისა და ლაკვისის ნაფუძარზეა გაშენებული. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში ილია ჭავჭავაძემ და მისმა მეგობარმა ლევან ჯანდიერმა არაგვის ხეობიდან ჩამოასახლეს გუდამაყრელები და მთიულები, რადგან აქ ქართული მოსახლეობა დიდი ხნიდან უკვე აღარ ცხოვრობდა. ძველ ნასოფლარებზე სოფელი გაშენდა და ახალი სოფელი დაერქვა, ვინ ეტყოდა ძველ სახელს, აქ ხომ კაცი აღარ ჭაჭანებდა. ეს მოსული მთიელები თავის ფუძის ანგელოზს არ ივიწყებენ, ახსოვთ რომ ლომისის "ყმები" არიან, რამოდენიმე წელიწადში ერთხელ მაინც მიდიან და ძველ ადგილს მოილოცავენ ხოლმე. ჩვენს სოფელში რამდენიმე ეკლესიაა X - XI ს.ს. აგებული. 
     წმინდა გიორგი – აგებულია X - XI ს.ს. ერთნავიანი ბაზილიკაა. მის გარშემო უამრავი ჩუქურთმიანი ლოდია მიმობნეული, რაც გვაფიქრებინებს, რომ აქ ადრე გუმბათიანი ტაძარი იდგა, რომელიც ალბათ არაბების შემოსევისას განადგურდა, მასთან ერთად ჩანს აქ სიცოცხლეც შეწყვეტილა. 
    ღვთის მშობელი – აგებულია  X - XI ს.ს. ერთავიანი ბაზილიკაა. აგებულია დანგრეული ტაძრის ადგილას, აქაც უამრავი ჩუქურთიანი ლოდია მიმოფანტული. საფლავის ქვები უამრავი სიმბოლოებით: მშვილდ–ისრით, ხმლითა და ჩაჩქნით, ქვებზე ნაქანდაკები ურმით, გუთნით. ამ მეგუთნეს ცალ ხელში გუთანი სჭერია და მეორეში მშვილდ–ისარი. 
    პეტრე–პავლე –  აგებულია X - XI ს.ს. ერთნავიანი ბაზილიკაა. დაანგრიეს ბოლშევიკებმა, ტაძრის პერანგი წაიღეს და სხვაგან ააშენეს რუსული ეკლესია.
    აქვეა ბარბარეს, კვირიას და სამების ეკლესიის ნანგრევები.
    წმინდა გიორგის მეორე ეკლესია, რომლის წარწერაც ექვთიმე თაყაიშვილმა ამოიკითხა და გაარკვია, რომ ტაძარი აგებულია ლიპარიტ მესამის, რატი მესამის და იოანე მესამის დროს. მაშინ, როდესაც  საქართველოში  მეფობდნენ ბაგრატ მეოთხე და გიორგი მეორე.
    ჩვენს სოფელში არის გათხრილი გორსამარხები და ასევე ერთი გაუთხრელინი ყორღანი. ეს სამარხები მდებარეობს ბედენის მთაზე, რომელიც ზღვის დონიდან 1200 – 1850 მ. ამ სამარხებში ყველაზე მთავარია "გადაჭრილი გორა", რომელიც გერმანე გობეჯიშვილმა გათხარა 1966 წ. მოპოვებული მასალების ანალიზი საშუალებას იძლევა, რომ ბედენის გორსამარხები მივაკუთნოთ ადრე ბრინჯაოს, ან შუა ბრინჯაოს ხანას, ე. ი. დაახლოებით ძვ. წ. მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარსა და მეორე ათასწლეულის დასაწყისს. ამასთანავე დგინდება აქ მცხოვრები ტომების მეურნეობის ძირითადი დარგები იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. განვითარებული იყო ხელოსნური წარომოება და მოსახლეობის მაღალი კულტურული დონე. განვითარებული ყოფილა რთვა, ქსოვა, ლითონისა და ხის დამუშავება, შეიძლება ვივარაუდოთ ხერხის არსებობაც. სამარხში აღმოჩენილი ურემი ნამუშევარია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ საკმაოდ კარგი გზები ყოფილა. ბედენის გორსამარხების ხანაში პირველად ჩნდებიან გამორჩეული ბელადები, რომლებიც გარდაცვალების შემდეგ იკრძალებოდნენ გამორჩეული პატივით. 
    აქამდე გათხრილ სამარხებს შორის ზომით ყველაზე დიდია სამარხი, რომელიც მდებარეობს შიგ სოფელში და ჯერჯერობით გაუთხრელი და შეუსწავლელია.
    ჩვენს  სოფელში არის ციკლოპური ნაგებობები. ეს არის უკიროდ, დიდი ლოდებით ნაშენი ციკლოპური ნაგებობები, რომელსაც მეგალითურსაც უწოდებენ. ერთ–ერთ მნიშვნელოვან ციკლოპურ ციხე–ქალაქად ითვლება გოხნარის ნაგებობა, რომელსაც აქაურები,,დიდლოდიანს" უწოდებენ. ეს არის იშვიათი ტიპის უნიკალური ნაგებობა, რომელიც სამ იარუსად არის განლაგებული. 












    ალგეთისა და ქციის წყალგამყოფი ქედი, ვახუშტის მიხედვით, ლაკვის ქედია, აქაურები საკრისის ქედს უწოდებენ, ადგილობრივი მთიულები კი საკრივისსაც ეძახიან. აქაურთა თქმით, "საკრივისი" ის ადგილია სადაც ამირანსა და დევს ბრძოლა,  კრივი ჰქონიათ
ამირან–დევი შეიბნენ,
მიწას გაჰქონდა გრიალი,
ამირანმა დევი დასცა,
დააწყებინა ღრიალი.
                                  
    რაკი ბრძოლა, კრივი აქ მომხდარა "საკრივისი" დავარქვითო, ამბობენ აქაურები. ამირანის ეპოსის ბევრი ტოპონიმი აქეთ ტრიალებს, ამიტომ გასაკვირველი არ არის, რომ როდესაც ამირანი და მისი ძმები სანადიროთ წამოვიდნენ: 
"სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი,
ათი მთა გადაიარეს მეთერთმეტე ალგეთისი."
    არავინ იცის რამდენჯერ შეწყდა სიცოცხლე ამ ადგილებში, რამდენჯერ ხელახლა გაღვივდა ცეცხლი, ახლა კი ჩვენ, მთებში ზღაპრად და ლეგენდად დაბრუნებული ჯუბაჯვრიანი სამასი არაგველის ჩამომავლები ახლაუკვე ბზისხეველები, ვეცდებით ღირსეულად ვატაროთ უღელი, რომელიც ჩვენი სამშობლოს წარსულმა ქედზე დაგვადგა. 
"ვალად დამადე დიდგორი,
ვალად დამადე მარაბდა,
ფრესკები, ციხე–კოშკები,
ვეფხის და მოყმის ბალადა." 
    ვეცდებით ვემსახუროთ და ვუერთგულოთ ჩვენს პატარა ქვეყანას, მტერს რომ ბევრჯერ დაულეწია, მაგრამ ვერ აუღია. ვეცდებით წარსულის კვარცხლბეკი, რომელზედაც ჩვენ ვდგევართ, უფრო მაღალი იყოს ჩვენი შვილებისათვის. 
   საუკუნეების სიღრმეში გადგმული ჩვენი ფესვები გვავალებს გავიზარდოთ
 "სწორედ ისეთი, როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი." 
   რომ კვლავ იმედიანად მღეროდეს ქართველი: 
"მუმლი სწყდებოდაო, 
ხე არ ხმებოდაო!"

 ტექსტზე  მუშაობდნენ:    1.მარიამ  აფციაური;
                                                     2.ელგუჯა წიკლაური.

Saturday, December 10, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
   ნაოხარზე გაშენებული სოფელი.
2.პროექტის მთავარი იდეა:(თემა) 1–2 წინადადებით:
   რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ მოსწავლეებმა საკუთარი სოფლის წარსულისა და აწმყოს შესახებ.
3.პროექტის აქტუალობა:
     თვალი გაადევნონ მშობლიური მხარის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ერთმანეთს დაუკავშირონ წარსული და თანამედროვეობა, რაც ხელს შეუწყობს მათ პატრიოტ, პასუხისმგებლობის მქონე,აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
4.პროექტის მიზნები:
      ჩაატარონ მარტივი გეოგრაფიული კვლევები.მეტი ინფორმაცია შეაგროვონ მშობლიური გარემოს შესახებ. ეს კი მათ საშუალებას მისცემს, სწორად გაიაზრონ თავისი კუთხისა და საკუთარი თავის ადგილი საქართველოში. დაეხმარებათვითმყოფადობის შენარჩუნებაში, საკუთარი თავის ქართული საზოგადოების წევრად გაცნობიერებაში.
       პროექტის დამუშავებისას მოსწავლეებს ინფორმაციის დაუფლების პარალელურად უვითარდებათ სპეციფიკური და ზოგადი უნარ–ჩვევები, უყალიბდებათ მაღალზნეობრივი ღირებულებები.
5.მონაწილეთა ასაკი:
   11–13 წელი.
6.ვადები:
    ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
     მოპოვებულ მასალებს მითითებული ისტორიული წყაროებიდან,ინფორმაციებს სოფლის უხუცესებისგან, ისტორიული ძეგლების განლაგების რუკას,საველე გასვლებისას გადაღებულ სურათებს და გაკეთებულ ჩანაწერებს. მოპოვებულ მასალებს განვათავსებთ ბლოგზე.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
      თაბახის ფურცლები, საწერი კალმები, ფანქარი, სახაზავი, ფოტოაპარატი, მანძილის გასაზომად  საჭირო ხელსაწყოები.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
      თემის შერჩევის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ შეკითხვები.შევქმენით 3 ჯგუფი, გავანაწილეთ დავალებები. დაევალათ:
         პირველი ჯგუფი– ისტორიულ წყაროებზე მუშაობა;
         მეორე ჯგუფი     –ინფორმაციის შეგროვება უხუცესებთან;
         მესამე ჯგუფი–     აზომვების და რუკის გაკეთება
         სამივე ჯგუფი სამუშაოების დასრულების შემდეგ აკეთებს პრეზენტაციას.                                                                                                  
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
        ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი სტანდარტები; საზ.მეც.V-VI.1,2,3,4,5,7,8,9,10,11,15,16,20,22.:
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
         ჟუჟუნა აფციაური.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
        jujuna.afciauri@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
         jujunaafciauri.blogspot.com